26 ივნისი, 2014
„ჩვენ არჩევნების მეორე ტურს გახსნილად ვაცხადებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი მიზანი თბილისის კომფორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდაა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მერობის კანდიდატი სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს:
➩ 1. დაუბრუნდეს თბილისს ისტორიული ფუნქცია და იქცეს იგი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად;
➩ 2. გადაიქცეს თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად;
➩ 3. შეიქმნას სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა;